მარნეულის სასწრაფოს მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში დღეს, პირველ მაისს, კორონავირუსზე ჩატარებული 9 მარნეულელის ტესტის პასუხი მოვიდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ 9 ტესტის პასუხიდან მხოლოდ ერთია დადებითი.

„კორონავირუსი დაუდასტურდა მარნეულის სასწრაფოს მენეჯერს. დღეს ახლა აღებული იქნება ანალიზი როგორც სასწრაფოს თანამშრომლის, ასევე სოფლის ექიმების და ეფექტურად ვმუშაობთ სხვა კონტაქტებთან დაკავშირებით“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერისათვის ჯერ-ჯერობით უცნობია მარნეულელია თუ არა ინფიცირებული სასწრაფოს მენეჯერი.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 27-ით გაიზარდა.

სულ ქვეყანაში მთავრობის ოფიციალური გვერდის, stopcov.ge-ს თანახმად, 566 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან, გამოჯანმრთელდა 184, ხოლო გარდაიცვალა 6.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5243 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები