"უნდა მოვახერხოთ ლიდერების მეტად ჩართვა ამ პროცესში, რათა დაარწმუნონ ეს ხალხი, თერმოსკრინინგზე, აქტიურ გამოკვლევაზე" - გამყრელიძე
დღეს, 2 მაისს, მარნეულში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე იმყოფებიან. მათ შეხვერა მარნეულის მერიაში გამართეს და იმსჯელეს ქვემო ქართლში არსებულ მდგომარეობაზე. როგორც შეხვედრაზე ამირან გამყრელიძემ თქვა ქვემო ქართლში, დღევანდელი დღის მონაცემებით კორონავირუსის 189 შემთხვევაა დადასტურებული აქედან 33 მარნეულში გამოვლინდა.

„ქვემო ქართლში მეტად დაგვეძაბა სიტუაცია. ზოგადად ქვემო ქართლმა შეადგინა 32% ქვემო ქართლის დაზიანების. 189 შემთხვევა გვაქვს მთლიანად  ქვემო ქართლში და ეს განაწილებულია მარნეულში ბოლნისსა და თეთრიწყაროში. იცით, რომ ძალიან გვეშინია რამე შემთხვევა არ გაგვეპაროს რუსთავში. იქ ერთი შემთხვევა არის. კონტროლება წალკა და დმანისი. დღევანდელი დღის მონაცემებით, თეთრიწყაროში გვაქვს 48 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, ბოლნისში 107 და მარნეულში 33 დადებითი შემთხვევა"

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს ქვეყანაში ჩატარებული 1328 კვლევიდან 16  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა მათგან ნახევარი ქვემო ქართლზე მოდის, ამიტომ სიტუაცია მეტად უნდა გაკონტროლდეს.

„აქედან 4 არის მარნეული 4 თეთრიწყარო, მაგრამ ეს თეთრიწყარო ასევე მიბმულია მარნეულის სასწრაფოსთან. ამიტომ რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მივიღოთ, უფრო უნდა გამკაცრდეს შიგნით სიტუაცია. მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოვლენილი ეს ხალხი, გადავიყვანოთ სამკურნალოდ რომ არ გავრცელდეს ინფექცია. მე ვიცი, რომ ძალიან გვიჭირს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან (კომუნიკაცია). როგორმე უნდა მოვახერხოთ იქ ლიდერების მეტად ჩართვა ამ პროცესში, რათა დაარწმუნონ ეს ხალხი, თერმოსკრინინგზე, აქტიურ გამოკვლევაზე, მე იმაზეც ვფიქრობ, რომ მარნეულშივე თუ მოვახერხებთ ლაბორატორიის აწყობას. ყოველ შემთხვევაში გვაქვს რაღაც საშუალება რომ ეგრედწოდებული სწრაფი პისიარ ტესტები შევიტანოთ "ავერსის" ან "ჯეო ჰოსპიტალის" ბაზაზე“

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღავნელის თქმით, აუცილებელია, მეტი ინფორმაციის გავრცელება დაავადების შესახებ, რაშიც შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც თითოეული სოფლის რელიგიურმა ლიდერმა, ასევე, რწმუნებულმა.

„ალბათ, ხვალ მინისტრთან მექნება საუბარი ჯანდაცვის ვერტიკალი უნდა გაძლიერდეს რეგიონში. მარტო ეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვა ჩვენ ვერ ვეყოფით ამ პროცესებს. ანუ თითოეულ მერთან უნდა იყოს ვინმე მარჯვენა ხელი, ვინც ამ მთელ სამედიცინო პროცესებს რაიონებში მართავს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ამას ვერ აუდიან, ვერ მოაგვარებენ.  მარტო ეთერ ლაფერაძის გავლენა ნაკლებია „ჯეო ჰოსპიტალზე“. მეტი ძლიერი სამედიცინო ვერტიკალია საჭირო“

დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელმა ფიქრია შავრეშიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კორონავირუსის მასშტაბებიდან გამომდინარე, წესით მიმართვიანობა მარნეულის ცხელების ცენტრში მეტი უნდა იყოს. ცხელების ცენტრის სტატუსი მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკას აქვს მინიჭებული.

„ჩვენი პრობლემა ქვემო ქართლში დაიწყო მარნეულიდან და მაშინვე ძალიან დიდი ძალები იყო მობილიზებული რომ როგორმე, ეს პროცესები შეგვეკავებინა - რაღაც ეტაპამდე გამოიღო შედეგი. აქ არის ცხელების ცენტრი. მარნეულში ვიცით რამხელა მოსახლეობაცაა და წესით და რიგით, მიმართვიანობა უფრ მაღალი უნდა იყოს. არ მიმართავს ეს მოსახლეობა, ამიტომ მუშაობაა მათთან საჭირო .შეიძლება კულტურალურად, შეიძლება თავისი შეხედლებების გამო, ისინი თვლიან, რომ ძალიან მსუბუქია და არ ღირს ამის გამო ექიმთან მისვლა, არ ღირს გამოკვლევა. უბრალოდ, ეს ასპექტები შორიდან ძნელი განსასაზღვრია. ამიტომ, თქვენ უფრო მიხვდებით რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ფაქტია, რომ რეალობა გვაჩვენებს, რომ არის ცხელების ცენტრი, მიმართვიანობა მაინც დაბალია, მაინც ვლინდება რაღაც შემთხვევები, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ალბათ უფრო საზოგადოებაში არის ეს შემთხვევები სადღაც“- თქვა ფიქრია შავრეშიანმა ​შეხედრაზე

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეხვედრის შესახებ რადიო „მარნეულს“ ინფორმაცია არ მიაწოდეს. გთავაზობთ მარნეულის ტელევიზიის ფეისბუკ ლაივს:





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები