მარნეულის ბაზარში დახლებს შლიან
ამ წუთებში, მარნეულის ბაზარში დახლებს შლიან. როგორც რადიო "მარნეულს" მოვაჭრეებმა უთხრეს, ისინი საკუთარი სახსრებით მოაწყობენ თავიანთ დახლებს.

მიმდინარეობს ე.წ წინა ბაზრის დახლების დემონტაჟი. როგორც რადიო "მარნეულს" მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განუცხადა, მარნეულის ბაზარში მიმდინარე სამუშაოები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციებთანაა დაკავშირებული, რათა მოსახლეობამ კორონავირუსის პირობებში ვაჭრობის გაგეძელება შეძლოს.

მარნეულის ბაზარი, კორონავირუსის გამო სრულად 6 აპრილს დაიხურა. 27 აპრილს მხოლოდ უკანა ბაზრის ტერიტორია გაიხსნა.

ასე გამოიყურება ამ წუთებში მარნეულის ბაზრის ტერიტორია

ე.წ წინა ბაზრის დახლების დემონტაჟის პროცესი

მოვაჭრეების თქმით, ახალ დახლებს საკუთარი სახსრებით მოაწყობენ

მარნეულის ბაზარი კორონავირუსის გამო, 6 აპრილს დაიკეტა. მუშაობას მხოლოდ აგრალურ ბაზარში აღდგა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები