უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 19
მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი
საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება.
კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში –
ნახიდურში, ფარიზში, ცურტავში, დაბა თამარისში, ხიდისყურში,
მუხრანაში, ბალახაურსა და მწყნეთში.
აღნიშნულ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი
სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
მოქმედებს.