აშშ-ის ელჩი - ვფიქრობ, პარტიებმა იციან, 8 მარტის შეთანხმება რასაც გულისხმობს - ამ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია საქართველოს საუკეთესო ინტერესს ემსახურება
იმ საქმესთან დაკავშირებით საუბარი, რომელზეც სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, სწორად არ მიმაჩნია.
ვფიქრობ, 8 მარტის შეთანხმება თავის სათქმელს თვითონ ამბობს,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესში სწორედ 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულება შედის იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება მოიხსნას და არჩევნების წარმატებით ჩასატარებლად ნიადაგი შეიქმნას.

„ვფიქრობ, პარტიებმა იციან, ეს შეთანხმება რასაც გულისხმობს. მათ 8 მარტის შეთანხმებისთვის თავად დააწესეს პირობები და არა ფასილიტატორებმა. ამიტომ, ფასილიტატორები არ არიან ის ადამიანები, ვინც ამის ინტერპრეტირება უნდა გააკეთონ. მე ვიტყოდი, რომ 8 მარტის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია საქართველოს საუკეთესო ინტერესს ემსახურება, პოლიტიკურად დაძაბული ვითარების დეპოლარიზიაციისთვის, რათა შექმნას შემოდგომის არჩევნებისთვის ისეთი პირობები, რომელითაც საქართველო იამაყებს. აქედან გამომდინარე, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა მხარე სრულად შეასრულებს შეთანხმებას და მოემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც ასევე გულისხმობს ამ ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის გატარებას. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და სამართლიანი არჩევნებისთვის ნიადაგის მომზადება,“-
განაცხადა კელი დეგნანმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები