საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით
გაიზარდა და 723 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ
ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა კი 10- ით გაიზარდა და 495 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3614
ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 316 პირი.
საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.