ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ შუა ამაღლებაში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 49 წლის მამამ 29 წლის შვილს დანით სასიკვდილო
ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ახალგაზრდა
სასწრაფო სამედიცინო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე
გარდაიცვალა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან
დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.