სიახლე
დედაზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა დაკავებულმა პირმა, თავის საცხოვრებელ სახლში, დედას სიტყვიერი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა.

მათივე ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია