სიახლე
გურიაში 27 წლის კაცი მოკლეს, დაკავებულია ერთი პირი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 27 წლის კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 21 მაისს სოფელ გუთურში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ნაცნობს მისსავე სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია