სიახლე
გასათვალისწინებელია მეზობელ ქვეყნებში მზარდი ეპიდემია — გამყრელიძე საზღვრების გახსნაზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით მეზობელი ქვეყნების ეპიდემიოლოგიური სიტუაციაც უნდა გავითვალისწინოთ. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

"მთელ რიგ ქვეყნებში ზრდა არის სერიოზული, განსაკუთრებით ეს მატება აღინიშნება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რაც არის ძალიან საყურადღებო, საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. ოთხივე იმ ქვეყანაში, რომელთანაც გვაქვს პირდაპირი საზღვარი არის სერიოზული ზრდა ეპიდემიის, მათ შორის განსაკუთრებით რუსეთში", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, დღევანდელი გლობალური სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით ჯერ ისევ არ მშვიდდება. მისი თქმით, მსოფლიოში გამოჯანმრთელებულის პროცენტი 38-ია, საქართველოში კი ამ მხრივ დამაიმედებელი ინდიკატორი — 68% გვაქვს.

სულ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გამოჯანმრთელებულია 495 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 12. კარანტინის რეჟიმში 3 614 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 316.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია