სიახლე
მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური თავისუფალია
30 აპრილს მეკობრეების მიერ გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური თავისუფალია და რამდენიმე დღეში სპეციალური რეისით ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ გემთმფლობელთან ერთად ყველა ბერკეტი გამოიყენა და მეზღვაურები 22-დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფლები არიან.

"ჩვენ უშუალო კონტაქტზე ვართ ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან. ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და ყველა ფორმალური პროცედურა უმოკლეს დროში იქნეს გავლილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის გემთფლობელი კომპანიას და მადლობას ვუხდით მათ გაწეული ძალისხმევისთვის", — აცხადებს თამარ იოსელიანი.

მისივე ინფორმაციით, უკვე საქართველოშია მეკობრეების ტყვეობას გადარჩენილი 4 მეზღვაური.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია