სიახლე
გახარია: აქამდე ორ ფრონტზე გვიწევდა ბრძოლა, გუშინ დაემატა მესამე — პოლიტიკური მასკარადი
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აქამდე ქვეყანას ორ ფრონტზე უწევდა ბრძოლა: ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ეკონომიკის აღორძინება, ახლა კი მესამე ფრონტი დაემატა — "პოლიტიკური მასკარადის სახით". მისი თქმით, ამ ფრონტზეც გამარჯვებულები და წარმატებულები უნდა იყვნენ.

"რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ იზრუნოს, პირველ რიგში, ადამიანების ჯანმრთელობაზე", — განაცხადა მან.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. ინიციატივას პროტესტი მოჰყვა როგორც ოპოზიციაში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში. ისინი კანონპროექტში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ. ხმაურიანი განხილვების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა კანონი იყოს დროებითი. ინიციატივას ამ დათქმით მეორე და მესამე მოსმენით პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია