ზალკალიანი ადასტურებს, რომ ციხელაშვილი ელჩად ინიშნება ვენაში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი პოსტს ტოვებს და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო სტრუქტურებში ინიშნება საქართველოს ელჩად.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ. მისი თქმით, ციხელაშვილს აქვს დიდი გამოცდილება, რომელიც ამ თანამდებობაზე უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ შეცვლის ციხელაშვილს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. ამ დანიშვნის შესახებ შეგახსენებთ, რომ ნეტგაზეთი რამდენიმე თვის წინ წერდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას 15 ივნისამდე.

წყარო: ნეთგაზეთი
Print