ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას არ ელიან.
მისივე თქმით, რეალურ დროში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი
0,59-ია.
"ჩვენ გვაქვს რამდენიმე მწვავე წერტილი ჯერჯერობით, სადაც
მიმდინარეობს ინფექციის გადაცემა და ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან
მუდმივ რეჟიმში ხდება ამ რეგიონების შესწავლა [...] თუმცა, იქიდან
გამომდინარე, რომ ჩვენ ლოკალიზებული გვაქვს სრულად ეს ტერიტორიები,
საქართველოს მასშტაბით ინფექციის გავრცელების მოლოდინი და რისკები
არის მინიმალური", — განაცხადა მინისტრმა რუსთავი 2-ის
ეთერში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 731 დადასტურებული
შემთხვევაა, საიდანაც 526 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან
სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 076
ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ — 300 პირი.