26 მაისი: კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა და 11 გამოჯანმრთელებული ბოლო 24 საათში
26 მაისის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რიცხვმა 732-ს მიაღწია.

11 ადამიანით, 536-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. უცვლელია გარდაცვლილთა რაოდენობა – საქართველოში კორონავირუსით სულ 12 ადამიანია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმშია მოთავსებული 3 076 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 300.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები