საქართველოში გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
„27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში
შესაძლოა ხანმოკლე წვიმა- ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღეს
საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო
27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში დღეიდან უნალექო
ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი
დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე მოიმატებს“,
- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.