პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას თქმით, კომუნალურების 3 თვეზე მეტით
დაფინანსების გაგრძელებაზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
როგორც მან აღნიშნა, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება აუცილებელი
ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ ადამიანების ჯიბიდან გასავალი
შეემცირებინა.
"კომუნალური 3 თვეში მთავრდება, შემდგომ გაგრძელებაზე, ამ
ეტაპზე არ ვსაუბრობთ, ვნახოთ, ფინანსური შედეგი როგორი გვექნება.
კრედიტის მომსახურეობის ნაწილში გაგრძელება იქნება" —
განაცხადა გახარიამ.