კომუნალურის დაფინანსების გაგრძელებაზე ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ — გახარია
პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას თქმით, კომუნალურების 3 თვეზე მეტით დაფინანსების გაგრძელებაზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

როგორც მან აღნიშნა, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება აუცილებელი ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ ადამიანების ჯიბიდან გასავალი შეემცირებინა.

"კომუნალური 3 თვეში მთავრდება, შემდგომ გაგრძელებაზე, ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ, ვნახოთ, ფინანსური შედეგი როგორი გვექნება. კრედიტის მომსახურეობის ნაწილში გაგრძელება იქნება" — განაცხადა გახარიამ.

წყარო: On
Print