მაღაზიებში შეძენილი ნივთის გადაცვლა/დაბრუნების წესები იცვლება - რა სიახლეები ელოდებათ მომხმარებლებს 1-ლი ივნისიდან
„ზოგიერთ ბრენდულ მაღაზიაში მოსასინჯი ოთახები დროებით გაუქმდება“, - ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.
დეტალებზე თუ როგორ შეძლებენ მოქალაქეები ნივთების შეძენას, მაღალაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

ცნობისთვის, „რითეილ გრუპ ჯორჯია“ აერთიანებს ისეთ ბრენდულ მაღაზიებს, როგორიცაა: "ზარა", "მა­სი­მო დუტი", "ოიშო", "ბერშკა", "სტრა­დი­ვა­რი­უ­სი" და ა.შ.

მაღალაშვილის თქმით, მაღაზიებში გამოსაცვლელი ოთახები დროებით გაუქმდება და იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში ამ შეზღუდვას გააუქმებენ.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები