რუსთავში ტრაილერი ცხვრის ფარაში შევარდა.
შემთხვევა მშვიდობის ქუჩაზე, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე
მოხდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით სატვირთო ავტომობილის მძღოლმა
დამუხრუჭება ვერ მოასწრო და გზაზე მიმავალ ცხრის ფარაში შევარდა.
ტრაილერმა დაახლოებით 20-მდე ცხვარი გაიტანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო რამდენიმე წუთი შეფერხებული იყო
გადაადგილება. მიმდებარე ტერიტორია ააიპ რუსთავსერვის ცენტრის
თანამშრომლებმა დაასუფთავეს და გზაზე მოძრაობაც მალევე აღდგა.