ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 086 ადამიანი
გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 25 598-მდე გაიზარდა, -
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ბრაზილიის ჯანდაცვის
სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ
19“-ი კიდევ 20 599 ადამიანს დაუდასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა
411 821-ს მიაღწია.
შეგახსენებთ, ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია მსოფლიოში
მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.