ბრაზილიაში კორონავირუსით ერთ დღეში 20 599 ადამიანი დაინფიცირდა და 1 086 დაიღუპა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 086 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 25 598-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ი კიდევ 20 599 ადამიანს დაუდასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 411 821-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები