სიახლე
ჯარიმები არ გაუქმდება
პრემიერი საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას გამორიცხავს.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 9 ათასმა ადამიანმა დაარღვია, დაკისრებული ჯარიმების გაუქმება კი ამ ბერკეტის გაუფასურებას გამოიწვევს.

„​არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის ჩვენ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება კიდე როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში პრევენციული ძალა, შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების არ იმუშავებს“ - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული ჯარიმები მომავალში გადაიხედება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია