საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით
გაიზარდა და 746 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ
შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3- ით გაიზარდა და 576 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 250- პირი.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3
მოქალაქე.