სიახლე
1 ივნისიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა სახის სერვისი განახლდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 ივნისიდან, მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისი, რომელიც მანამდე კორონავირუსის გამო არ მუშაობდა, მუშაობას გააგრძელებს.

ამასთანავე 31 მაისის დილის 09:00 საათიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა ელექტრონულად დაჯავშნონ.

„მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით,“ – ამბობს უწყება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია