პირბადის გარეშე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მთავრობამ დადგენილებით აკრძალა
29 მაისიდან უქმდება შეზღუდვა მუნიციპალურ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე. თბილისში მუშაობას განაახლებს მეტროპოლიტენი, საბაგირო და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

თუმცა იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილება პირბადის გარეშე – ამის თაობაზე მთავრობამ ცვლილებები კარანტინის შესახებ გამოცემულ დადგენილებაში 28 მაისს შეიტანა.

8 ივნისამდე ჯერჯერობით კვლავ შეზღუდულია საქალაქთაშორისო მიმოსვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

კვლავ აკრძალულია:
  • რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვებით მომსახურება, რომელიც ხორციელდება დახურულ სივრცეში;
  • სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობები;
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები