ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე.

გზაჯვარედინზე ერთმანეთს "მერსედესისა" და "ოპელის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.







წყარო: ინფო რუსთავი
Print