„კიბერბულინგი“ - ვებინარი მოსწავლეებისთვის და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის
მოსწავლეებისთვის და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, 1 ივნისს, 15 საათზე გაიმართება ვებინარი თემაზე: “კიბერბულინგი”; ვებინარი გაიმართება ონლაინ პლათფორმა ZOOM-ის მეშვეობით. ვებინარის ორგანიზატორია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო. ვებინარზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.


როგორც ფეისბუკ ღონისძიებაში წერია შეხვედრაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

  • კიბერბულინგის არსი;
  • განსხვავება ბულინგს და კიბერბულინგს შორის;
  • საკანონმდებლო რეგულაციები;
  • კიბერბულინგის ფორმები და მეთოდები;
  • კიბერბულინგის შედეგები;
  • როგორ მოვიქცეთ კიბერბულინგის დროს;
  • როგორ დავიცვათ პირადი კიბერსივრცე ბულინგისგან.

ვებინარს მოდერაციას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი თეიმურაზ ქორიძე. მომხენებელი - სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენელი თამთა ბაბუნაშვილი.

ონლაინ პლატფორმაზე დაშვების ბმული: https://us02web.zoom.us/j/85793622206


ვებინართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

577 44 14 66 - გიორგი ტალახაძე

571 717 178 - ეთო შიუკაშვილი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები