სიახლე
"AutoPapa"-ს გახსნის თარიღი ცნობილია
რუსთავის ავტობაზრობა "AutoPapa" იხსნება - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ავტობაზრობის ცხელ ხაზზე განუცხადეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, მომხმარებლებისთვის "AutoPapa" პირველი ივნისს გაიხსნება.

ავტობაზრობის ტერიტორიაზე დამთვალიერებლებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ, აუცილებელი იქნება პირბადეების გაკეთება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ავტობაზრობა დაახლოებით 2 თვე დაკეტილი იყო.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია