სიახლე
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთიდან არის.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში 6 ახალი პაციენტი მოთავსდა.

„დღეს გვაქვს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული 19-ით გაიზარდა, 78.5%-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია, ამ ეტაპზე 158
დადასტურებული პაციენტი მკურნალობს კლინიკებში. 11-დან 8 საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, 3 კი მარნეულის მუნიპილატიტეს სოფელ მარეთიდან არის. ახალი კლასტერი არ გვაქვს. ჩვენს ცენტრში 54 კოვიდდადასტურებული მკურნალობს, ჩვენ მივიღეთ გუშინ 6 ახალი პაციენტი, ეს იყო მარნეულის სოფელი მარეთიდან და დანარჩენი ბოლნისის წინა დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან. კვლავ 3 მძიმე პნევმონიით პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა გაუმჯობესებულია კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, მაგრამ მაინც დღეს ველოდებით რადიოლოგიური კვლევის შედეგს, თუ რადიოლოგიური კვლევის მონაცემებითაც აღინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთან მკვეთრი გაუმჯობესება გვექნება და მძიმე პაციენტების სიიდან ამოვიღებთ. სხვა პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, ძირითადად საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები არიან. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, რუტინული კვლევებით, ახალი ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმით ფასდება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია