სიახლე
კარგ ადგილზე ვარ და პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი არ მაქვს – გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის შემდეგ ისაუბრა.

“მე პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე. მეორედ ამის გარკვეული შემოთავაზება იყო 2012 წელს. მე 69 წლის ვარ, ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე განვლილი გზაა, დამთავრებულია ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი. მე ვცდილობ ჩემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით გამოვადგე ჩემს ქვეყანას იმ ადგილზე, სადაც დღეს ვარ და მაქვს ძალიან ბევრი გეგმა.

ძალიან კარგი ახალაგზრდები იზრდებიან ჩვენთან, ვაძლევ მათ საშუალებას, რომ მეტად გაიზარდონ. ხომ მხედავთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონია თურმე დიდი მნიშვნელობა ამ ტიპის გამოწვევებთან ბრძოლაში.

მე მგონი, ძალიან კარგ ადგილზე ვარ და არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების. ერთიდაიგივე მდინარეში არ შედიან სამჯერ”,
– განაცხადა გამყრელიძემ
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია