მარეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ განაცხადა, რომ ორივე შემთხვევა გუშინ, პირველ ივნისს, მარეთში გამოვლენილი კორონავირუსის სამი შემთხვევის კონტაქტებია. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თქმით, მარნეულის მერი ახლო მომავალში გააკეთებს განცხადებას სოფელ მარეთში არსებული სიტუაციის შესახებ რის შემდეგაც ცნობილი გახდება ჩაიკეტება თუ არა სოფელი.

პირველ ივნისს, მარნეულის სოფელ მარეთში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ახალ წყაროს არ უკავშირდება. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები