მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გაგზავნილი ტესტის პასუხები ცნობილია
მარნეულის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში კორონავირუსის შესამოწმებლად გაგზავნილი 13 ტესტის პასუხი მიიღეს. როგორც ამავე სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორი ტატა შენგელაია ამბობს, ცამეტივე პასუხი უარყოფითია.

პირველ ივნისს, კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით 13  პაციენტია შეყვანეს, მათ შორის შვიდი მძღოლი, წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან. მათი ბიოლოგიურ მასალა ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმდა.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ 31 მაისს კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

31 მაისს, „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსის დადასტურებამდე, კლინიკაში Covid-19 26 დღის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ სფელ მარეთში ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 56 დღიანი ჩაკეტვის შემდგომ 18 მაისს გაიხსნა.

მარნეული 23 მარტს ჩაიკეტა. მკაცრი კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარენულელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მის ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები