ავარიას პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცი, რომელიც შსს-ს თანამშრომელი იყო, საკუთარი ავტომობილით, ბეტონის ბორდიურს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მამაკაცი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276 მუხლის მე–6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print