დღეიდან 6 ივნისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს
ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,
2 ივნისს, დღის ბოლოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია
დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა,
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია
2-3 ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს
მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა
მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.ქვეყნის მთიან ზონებში
შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
აღინიშნოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.