სიახლე
საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება — ვოლსკიმ ქართულ ოცნებაში მოსახვედრი კრიტერიუმები დაასახელა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება საარჩევნოდ ახალ სახეებს შეარჩევს. მისი თქმით, ქართულ ოცნებაში მოსახვედრად პიროვნებას საექსპერტო მონაცემი უნდა ჰქონდეს.

ვოლსკის განმარტებით არ შეიძლება, რომ პარტიაში მუდმივად ერთი და იგივე სახეები იყოს.

"მთავარი რამდენიმე ნიშანია: საექსპერტო მონაცემები, პატრიოტიზმი, თავდადება და რასკვირველია, გუნდის წევრი უნდა იყოს. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში საარჩევნოდ ძლიერო გუნდის წარმოდგენა საზოგადოების წინაშე არის საგანგებო მნიშვნელობის. ასე, რომ ჩვენც ფრთხილები ვიქნებით და საკმაო სერიოზულად ვუყურებთ ამას", — განაცხადა ვოლსკიმ რუსთავი 2-ის ეთერში.

წყარო: On
| Print |