მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს
მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს, - ამის შესახებ bm.ge-ის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წელს სახელმწიფოს ხარჯების მოცულობა 16.26 მილიარდი ლარი იქნება. ეს არსებულ ბიუჯეტთან შედარებით 1.8 მილიარდი ლარით მეტია. IMF-ის დოკუმენტის თანახმად, მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური გასაცემლების ოდენობა და ის 5.9 მილიარდ ლარზე იქნება დაგეგმილი.

წელს მთავრობა ეკონომიკის 4%-იან ვარდნას ელის.

ამასთან, როგორც რამდენიმე დღის წინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა თქვა, მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების 600 მილიონი ლარით შემცირებას გეგმავს, მათ შორის კაპიტალური პროექტების ნაწილში.

"დღეის მონაცემებით, საბიუჯეტო ციფრებში რომ გადავიდეთ, რეალური მონაცემები იქნება შემდეგი - ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები დაახლოებით მილიარდ 800 მილიონი, 600 მილიონი ლარით ხარჯებს შევამცირებთ, რაც იქნება 300 მილიონი მიმდინარე ხარჯები და 300 - კაპიტალური. ეს ის კაპიტალური ხარჯებია, რომლის გადავადებაც შესაძლებელია ქვეყნისთვის მეტნაკლები ზიანის და ზარალის გარეშე ან ის ტურისტული პროექტებია, რომლებიც უახლოესი წლის განმავლობაში აქტუალური არ იქნება", - განაცხადა პრემიერმა.

Mənbə: BM
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები