თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ახალშობილის ცხედარი იპოვეს.
შემთხვევა 2 ივნისს მოხდა. გარდაცვლილი ჩვილი საცხოვრებელი სახლის
მიმდებარედ გამთენიისას იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს ეს ფაქტი დაუდასტურეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას
გულისხმობს. დამატებით დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.