თბილისში ჩვილის ცხედარი იპოვეს, დაწყებულია გამოძიება
თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა 2 ივნისს მოხდა. გარდაცვლილი ჩვილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გამთენიისას იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს ეს ფაქტი დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამატებით დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები