დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან
გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან ამ დროისთვის
უკვე 24 შემთხვევა არის დადასტურებული.
როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 150-ზე მეტი
კონტაქტია გამოკვლეული და ეს პროცესი გრძელდება.
„24 დადებითი შემთხვევა არის საბურთალოს კლასტერიდან უკვე
დადგენილი, დაახლოებით 150-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და ამ
კონტაქტების კვლევა კიდევ გრძელდება. ჩვენ თითქმის ყველა
კონტაქტირებული ადამიანი გამოვიკვლიეთ და ახლა მათი ჩაღრმავებული
კვლევა მინდინარეობს. გარკეული რაოდენობა, დაახლოებით 80-მდე
გადაყვანილია კარანტინში, დანარჩენი თვითიზოლაციაში
იმყოფებიან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.