სიახლე
საქართველოს მოქალაქეებს მკურნალობის მიზნით თურქეთში შესასვლელად, მიზნობრივი ვიზის აღება აღარ დასჭირდებათ
საქართველოს მოქალაქეებსა და თანმხლებ პირებს, მკურნალობის მიზნით თურქეთში შესასვლელად, მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზის აღება აღარ დასჭირდებათ. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ ორი თანხმლები პირი.

„თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიზნობრივი ვიზის აღების ვალდებულებასთან დაკავშირებით და გვაცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეებსა და თანმხლებ პირებს მკურნალობის მიზნით თურქეთში შემოსასვლელად აღარ ესაჭიროებათ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზის აღება. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, შედგა საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია თურქეთის შესაბამის უწყებებთან და საქართველოში თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოსთან გრძელდება უვიზო რეჟიმი და უკვე მოქმედი რეგულაციები: პირველ რიგში, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა უნდა მიმართოს თურქეთის შესაბამის კლინიკას, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით;

პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის თურქულ კლინიკასთან ერთად უნდა გაიაროს რეგისტრაცია თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -“USHAŞ” მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე: https://covid19st.ushas.com.tr/ და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია;

ნებართვის მიღების შემდეგ, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის კლინიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების საკითხი. ამასთან, პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ 2 თანმხლები პირი“,
- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია