“კავშირი ფრეია“ მარნეულში ოჯახში ძალადობის თემაზე მესამე ვებინარს ჩაატარებს
"კავშირი ფრეიას“ორგანიზებით და საქართველოს ქალთა ფონდის (Women's Fund in Georgia) ფინანსური მხარდაჭერით მარნეულში მესამე სემინარი ჩატარდება. “კავშირი ფრეია“ პანდემიის დროს, მარნეულში თვითიზოლაციაში მყოფი ქალებისთვის ოჯახში ძალადობის რისკების შემცირების/პრევენციის თემაზე სემინარებს ატარებს და გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების თემაზე ინფორმაციას ავრცელებს.

კავშირი ფრეიას“ რეგიონალური კოორდინატორი შალალა ამირჯანოვა რადიო მარნეულთან საუბრისას ამბობს, რომ პირველი სემინარი რეგიონში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი ქალების თემას ეხებოდა. სემინარში კი მარნეულელი ქალები მონაწილეობდნენ.

მეორე სემინარი რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის ორგანიზაცია „საფარის“ იურისტმა ელისო რუხაძემ ოჯახში ძალადობის თემაზე ჩაატარა და სტატისიკა წარმოადგინა.

მესამე ვებინარი 5 ივნისს 18:00 საათზე გაიმართება. ვებინარს წარუძღვება სოციალური მუშაკი ნინო ჯღარკავა, სადაც განიხილავენ „112“-ს მიერ შემუშავებულ ინოვაციურ, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვის - მობილურ აპლიკაციას. მობილური აპლიკაცია მოქალაქესა და „112“-ის ოპერატორს შორის უმოკლეს დროში კავშირის დამყარებისა და ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

ვებინარი ქართულ ენაზე ჩატარდება. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე:


https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeGMETeqLkOecg0IBmONCcIzXi6XGVADm1x_sVxWGCFGy-SYg/viewform
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები