შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში ფულის გამოძალვის
ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
უწყების განცხადებით, ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის
თანხას სისტემატურად სძალავდნენ.
მათი თქმით, ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული
გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 3500 აშშ დოლარი, ხოლო
მეორე ბრალდებულის სახლიდან საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ,
ცეცხლსასროლი იარაღი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე
მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით
ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. ამ მუხლით
გათვალისწინებულია 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.