სიახლე
სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტი გაიხსნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტს ესტუმრა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სადისტრიბუციო პუნქტის საშუალებით, ადგილობრივი ფერმერები კარტოფილის ექსპორტზე გატანას შეძლებენ. ლოკაცია მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრაილერის მძღოლებს, რომლებიც შემდგომ პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანას უზრუნველყოფენ.

,,აღსანიშნავია, რომ მძღოლები პროდუქტის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის აღებას ადგილზე, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეძლებენ. სოფელ ნახიდურში სადისტრიბუციო პუნქტის გახსნა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადაწყდა,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია