მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ Covid-19-ზე ჩატარებული ექვსი ტესტის პასუხი მიიღეს
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ დღეს, 4 ივნისს, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი კორონავირუსის ტესტირების პასუხები მიიღეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში ექვსი ტესტი გააგზავნეს.

„ექვსივე ტესტზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. ყველა მათგანი მარნეულელია. დღეს, კლინიკაში კორონავირუსის, სიმპტომებით პაციენტები არ გვყავს“ - თქვა ტატა შენგელაიამ

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ 31 დღის განმავლობაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 31 მაისს, კორონავირუსი სადახლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან მომავალ ტრაილერის მძღოლს დაუფიქსირდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 56 დღიანი ჩაკეტვის შემდგომ 18 მაისს გაიხსნა.

მარნეული 23 მარტს ჩაიკეტა. მკაცრი კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარენულელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მის ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები