საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში დღეს გაიმართება
დღეს, 19:00 საათზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება. განხილვა სატელევიზიო ფორმატში შედგება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან კომისიის წევრებს, რომლებიც მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებენ.

როგორც ცნობილია, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო კომისია არის შექმნილი.

„4 ივნისს გაიმართება პირდაპირი ტრანსლაცია, საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს,რომ მოსახლეობამ პირდაპირ ეთერში ინტერნეტის საშუალებით დაუსვან კითხვები კომისიის წევრებს და მათ ექნებათ საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში გასცენ ამომწურავი პასუხები ჩვენს მოქალაქეებს“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, „კოვიდ 19“- ის გავრცელების გამო მსოფლიოს დღის წესრიგი შეიცვალა და სწორედ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელთა რეკომენდაცის საფუძველზე დაიგეგმა, რომ საყოველთაო განხილვა არა საზოგადოებაში გასვლის გზით, არამედ ტელეკომუნიკაციის საშუალებით მოხდეს. მისივე ინფორმაციით, საერთო სახალხო განხილვები, ერთი თვის განმავლობაში უნდა შედგეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები