აზერბაიჯანის სასზღვრო სამსახურის განცხადებით დავით გარეჯის ტერიტორიაზე პროვოკაციული ქმედებები იგეგმება
„საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე პროვოკაცოია იგეგმება“ - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადების საფუძველზე ავრცელებს.

„4 ივნის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საქართველოს ტერიოტიარიაზე იგეგმება პროვოკაციული ქმედებები რომელიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს“ - წერს Haqqin.az აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.

როგორც გამომცემლობა წერს, აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსაუხრმა ინფორმაცია ქართველ კოლეგებს უკვე გადასცა.

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ ნებისმიერი პროვოკაცია, სახელმწიფო საზღვარზე, დაუყოვნებლივ იქნება შეჩერებული და ამაზე პასუხმგებლობა პროვოკაციის ორგანიზატორებს დაეკისრება.

უწყების ცნობით, პოროვოკაციული ქმედებები დავით გარეჯის ტერიტორიაზე იგეგმება

რადიო "მარნეული"

გარეკანის ფოტო: Tabula.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები