“მზად ვართ თბილისის 8 ოლქიდან 5 ოპოზიციის კანდიდატებს დავუთმოთ” – კირკიტაძე
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარულ ნაწილში ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატების დასახელების მომხრეა.

მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თბილისშია, თუმცა, ამავდროულად, აღნიშნავს, რომ ენმ პატივს სცემს სხვა პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებიც საკუთარი კანდიდატებით არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ.

კირკიტაძე გადაცემაში “რეაქცია” აცხადებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზადაა, თბლისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან, 5 ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმოს, 3 ოლქში კი კანდიდატის საკუთარი პარტიიდან წარდგენის იმედი აქვს:

“ჩვენ მომხრე ვართ ერთობის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეთანხმება თბილისში, თუმცა პატივს ვცემთ ჩვენი პარტნიორების, “ლელოს” გადაწყვეიტლებას, რომ დააყენოს 30-ივე ოქლქში მაჟორიტარობის კანდიდატები; ასევე, სხვა ინდივიდების გადაწყვეიტლებას, რომლებიც იტყვიან, რომ ასე ჯობია. ჩვენ ღიად და გაცხადებულად დავადასტურეთ, თბილისში არსებული 8 ოლქიდან უმრავლესობა ოლქებისა დავუთმოთ და მხოლოდ 3 ოლქში დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები”, – ამბობს დავით კირკიტაძე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები