ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კოროავირუსისგან 1 473 ადამიანი დაიღუპა,
რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ქვეყნის
ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ბრაზილიაში კოვიდ 19-ის შედეგად დაღუპულთა საერთო
რაოდენობამ 34 021-ს მიაღწია, რაც, „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“
მონაცემების თანახმად, იტალიაში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევების
მაჩვენებელს აღემატება, სადაც ვირუსს დღემდე 33 689 ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის
განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 30 925 ახალი შემთხვევა დადასტურდა და
დაინფიცირებულთა რაოდენობამ 614 941-ს მიაღწია.
ცნობისათვის, ბრაზილია კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით მესამე
ქვეყანა გახდა მსოფლიოში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ,
დადასტურებული შემთხვევებით კი ის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.