პოლიციამ გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში ერთი პირი დააკავა
12:30 / 05.06.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1998 წელს დაბადებული ზ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი
მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს
ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ზ.მ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის
სოფელ ჩუმლაყში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თელავი-გურჯაანის
დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა.
„პოლიციამ, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისა
სავარაუდო იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა
ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3
და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო
მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით
თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია
შსს-ს ინფორმაციაში.